ისლამი ანუ მუსულმანობა სიდიდით მეორეა მსოფლიო რელიგიებს შორის.
,,ისლამი”არაბულად ნიშნავს - ,,მორჩილებას”. ისლამი ჩაისახა ახ.წ. VII საუკ.
არაბეთის ნახევარკუნძულზე. ტრადიციის მიხედვით ისლამის ფუძემდებელი იყო
ღვთის მოციქული მუჰამედი, წარმოშობით არაბი, რომელიც ქ.მექაში ცხოვრობდა. მას
რამდენჯერმე გამოეცხადა გაბრიელ მთავარანგელოზი, რომლისგანაც მიიღო წმინდა
წიგნის – ყურანის სურები. ყურანი ითვლება მუსულმანთათვის წმინდა წიგნად. ის
მუჰამედის ქადაგებით მისმა მოწაფეებმა ჩაიწერეს.
მუსულმანთა რელიგიურ წიგნად ითვლება აგრეთვე სუნა, რომელშიც
მოთხრობილია მუჰამედის ცხოვრება და მოღვაწეობა და ხადისების კრებული,
რომელიც IX საუკუნეში, მუსულმან უმაღლეს სასულიერო პირთა მიერ არის
შედგენილი. მუსულმანთა უმეტესობა სუნებს აღიარებს და იწოდებიან სუნიტებად.
მუჰამედი რეალური პიროვნება ყოფილა. ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 570-
632 წლებში. პირველად მან თავისი მოღვაწეობის ქადაგება ქ.მექაში დაიწყო. აქ მისი
ქადაგების მიმართ მტრულად განეწყვნენ. ამიტომ, დაახლოებით 622 წელს, მუჰამედი
ქ.მედინაში გაიქცა. ამ ლტოლვას ჰიჯრა ეწოდება. ამ თარიღიდან იწყება მუსულმანთა
წელთაღრიცხვა. ქ.მედინაში მუჰამედის ქადაგებამ დიდი მხარდაჭერა გამოიწვია. 630
წლისათვის ქ.მედინა მთელი არაბული ტომების გაერთიანების ცენტრად იქცა.
მუჰამედი გარდაიცვალა 630 წელს .
15ისლამის თანახმად ერთადერთი ღმერთი ალაჰია, რომელიც მართავს ბუნებას
და ადამიანებს. მუსულმანებისათვის სავალდებულოა 5 ძირითადი რელიგიური
ვალდებულების შესრულება:
1. ისლამის რწმენის ფორმულის წარმოთქმა ,,არ არის ღმერთი ალაჰის გარდადა
მუჰამედი ღმერთის წარმოგზავნილია”;
2. დღეში 5-ჯერ ლოცვის წარმოთქმა, რომლის დროსაც პირისახე მიმართული
უნდა იყოს წმინდა ქ. მექისაკენ (საუდის არაბეთი);
3. ,,რამაზანის” დაცვა – ეს არის ერთთვიანი მარხვა, რომლის დროსაც
აკრძალულია საჭმლის მიღება და წყლის დალევა გათენებიდან
დაღამებამდე.
4.აუცილებელი მოწყალების გაღება;
5. ყოველი მუსულმანი ვალდებულია სიცოცხლეში ერთხელ მაინც სალოცავად ქ.
მექას ეწვიოს.
მაჰმადიანობა აღიარებს ბოროტი ძალების არსებობას, რომელიც ალაჰს ემორჩილება.
ალაჰი განსაზღვრავს ადამიანის ბედს. ყურანის მიხედვით ღმერთი აადამიანს
მიემსგავსება. მას აქვს განუსაზღვრელი უფლება, არის მიმტევებელი, მაგრამ ზოგჯერ
სასტიკი. ისლამი უარყოფს ასკეტიზმს, იწონებს სიცოცხლით ტკბობას.
ოფიციალურად იძლევა ოთხი ცოლის ყოლის უფლებას.
მუსულმანური რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი მცნება არის ე.წ. საღვთო ომი,
ჯიხადი, რომელიც უნდა წარმოებდეს უღმერთოთა და მრავალღმერთიანთა
წინააღმდეგ. მუსულმანური საზოგადოების ცხოვრებას ძირითად მიმართულებას
აძლევს რელიგიური წესი ანუ შარიათი. მუსულმანური სასულიერო პირი საერო
მოღვაწეც არის: მოლა, რომელიც სასულიერო პირია, ამავე დროს მასწავლებელია
სასულიერო სკოლაში, ყადი- მოსამართლეა და საუკეთესოდ იცის შარიათის
კანონები. მუსულმანურ ქვეყნებში სწავლება ძირითადად რელიგიური
მიმართულებით მიმდინარეობდა. მეჩეთებთან არსებობდა სკოლები, სადაც ყურანს
და სხვა რელიგიურ ლიტერატურას არაბულ ენაზე ასწავლიდნენ.
ისლამი დამოუკიდებელი რელიგიაა, მაგრამ თავისი მითოლოგიით,
დოგმატიკით, ეთიკით, წეს-ჩვეულებებით ახლოსაა ქრისტიანობასა და იუდაიზმთან.
ისლამის ძირითადი პრინციპები თავმოყრილია ,,ყურანში”. მუსულმანები, ,,ყურანის”
თანახმად, ლოცულობენ დღეში ხუთჯერ (ნამაზი): დილით (მზის ამოსვლამდე),
შუადღისას, მზის ჩასვლისა და შუადღეს შორის, მზის ჩასვლისთანავე და ღამით,
დაწოლის წინ. ლოცვა შეიძლება ყველგან: მეჩეთში, სახლში, გარეთ.მუსულმანთა
ძირითადი საკულტო ნაგებობებია: მეჩეთი (ღმერთის თაყვანისცემის ადგილი),
მინარეთი, მედრესე ( სკოლა) და მაზარი (მავზოლეუმი). მაჰმადიანთა წესის
მიხედვით ქალები არ ესწრებიან დასაფლავებას, ნათლობას და არ დადიან მეჩეთში.
ისლამის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულებია: გახსნილების დღესასწაული მარხვის
შემდეგ – ურაზა-ბაირამი (იგივე რამაზანი), როდესაც აკეთებენ ფლავს, ღებავენ
კვერცხებს და 3 დღე ქეიფობენ; მსხვერპლშეწირვის დღესასწაული (ყურბან-ბაირამი);
მირაჯი (მაჰმადის ზეცად ამაღლება); მავლიდი (მაჰმადის დაბადების დღე) და სხვ.
დღეისათვის ისლამი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული რელიგიაა.
მუსულმანების რიცხვი მთელ მსოფლიოში 600 მილიონია. მათი დიდი ნაწილი
ცხოვრობს ჩრდილო და აღმოსავლეთ აფრიკაში, ახლო და შუა აღმოსავლეთში და
პაკისტანში.
No comments:
Post a Comment